აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შექმნილია "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური საკუთარი დებულების შესაბამისად ატარებს ღონისძიებებს უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხარისხისა და  პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.  სამსახური ხელს უწყობს სწავლების და კვლევის ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის გზით. ასევე ხელს უწყობს ბოლონიის პროცესის პრინციპების დანერგვას საერთაშორისო თანამშრომლობის და საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის ინტეგრაციის გზით. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ფუნქციაა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების ორგანიზება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველო, ქუთაისი , თამარ მეფის № 59
ტელეფონი: (8 431)24 00 33 ფაქსი: (8 431)24 38 33